ტრანზაქციული რისკებისა და ფროდის მართვის მენეჯერი — Hash Bank

Hash Bank — ლოგო
Hash Bank

ტრანზაქციული რისკებისა და ფროდის მართვის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე. ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. პოზიციის დასახელება: ტრანზაქციული რისკებისა და ფროდის მართვის მენეჯერი სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ. სამუშაო მოვალეობები: ** ბანკში საგადახდო ბიზნესთან დაკავშირებული ტრანზაქციული თაღლითობის (ფროდის) მართვასთან დაკავშირებული სტრატეგიის/პოლიტიკის და პროცედურების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა; ** ბანკის საოპერაციო სისტემაში და პროცესებში საბარათე რისკის შეფასება, ფროდების დეტექციისა და პრევენციის შესაბამისი წესების (rules) შემუშავება და სისტემაში გაწერის უზრუნველყოფა; ** ბანკის ტრანზაქციული მონიტორინგის სისტემებში ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის კონტროლი, აღრიცხვა და სათანადო ზომების მიღება; ** საგადახდო ბიზნესთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების რეგულარული მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ** მომხმარებელთა ან ბანკის საგადახდო ბიზნესთან დაკავშირებულ პირთა შავი სიების მართვა როგორც ემისიის, ისე ექვაირინგის კუთხით; ** ტრანზაქციული თაღლითობის შემთხვევების შესწავლდა, ფროდის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პრაქტიკის მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ** ბანკის მიერ მონაცემთა დაცვის, უსაფრთხოების PCI DSS და სხვა მანდატორულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება; განათლება/გამოცდილება: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება სასურველია ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების/საინფორმაციო ტექნოლოგიები ან მონათესავე სფეროში; ** საგადახდო სისტემების რისკ მენეჯმენტისა და/ან ფროდის მართვის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ფოკუსირების უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** სისწრაფე და ოპერატიულობა; ** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი; ** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი; ** დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;