ტენდერი - ინვენტარიზაციის მომსახურება- თელავი, ყვარელი, ახმეტა — კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი

ტენდერი - ინვენტარიზაციის მომსახურება- თელავი, ყვარელი, ახმეტა

შეთანხმებით ახალი თელავი · ადგილზე სრული განაკვეთი
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის" ინვენტარიზაციის მომსახურება

ზოგადი ინფორმაცია

მდებარეობა: კახეთი - თელავი, ყვარელი, ახმეტა
მომსახურება კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინვენტარიზაციის მომსახურება ქალაქ თელავში, ახმეტაში და ყვარელში მდებარე ოფისებში.
დაწყების თარიღი 16 ივნისი, 2026
დასრულების თარიღი 31 ივლისი, 2026

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" 2019 წელს დაარსდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ორგანიზაცია 2008 წლიდან ოპერირებდა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - თელავი, ყვარელი და გურჯაანი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს სამხარეო განვითარების პროგრამა.

ცენტრის მისიაა - კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით.

ტექნიკური დავალების მიზანი: შეირჩეს კომპანია, რომელიც ჩაატარებს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ინვენტარიზაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა, რომელიც შედგება მომწოდებლისა და დამკვეთის წარმომადგენლებისგან;
** ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაცია;
** ძირითადი საშუალებების დაშტრიხკოდება/მარკირება;
** IT ტექნიკის სერიული ნომრებით ასახვა;
** ძირითადი საშუალებების დასურათება;
** ძირითადი საშუალებების ბუღალტრულ ბაზასთან მეჩინგი;
** ძირითადი საშუალებების უნიკალური კოდების მიხედვით ჩაშლა;
** ინვენტარიზაციის აქტის მომზადება.