ტექნიკური თანამშრომელი / სარეკლამო კონსტრუქციების სპეციალისტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — ტექნიკური თანამშრომელი / სარეკლამო კონსტრუქციების სპეციალისტი
ვეძებთ ტექნიკურად გამოცდილ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს სხვადასხვა ტიპის ტექნიკური, სარეკლამო და საკონცერტო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
ძირითადი მოთხოვნები:
- შედუღების (სვარკის) ცოდნა;
- სარეკლამო მასალებთან და კონსტრუქციებთან მუშაობის გამოცდილება;
- საკონცერტო და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე ტექნიკურ სამუშაოებში ჩართულობის მზაობა და გამოცდილება;
- ღონისძიებებისთვის საჭირო კონსტრუქციების აწყობა, მონტაჟი და დემონტაჟი;
- სხვადასხვა ხელსაწყოსა და ელექტროინსტრუმენტის გამოყენების ცოდნა;
- ტექნიკური აზროვნება და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობა და საქმისადმი პრაქტიკული მიდგომა;
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
სამუშაო გრაფიკი:
ფიქსირებული სამუშაო გრაფიკი არ არის — სამუშაო დრო და დატვირთვა დამოკიდებულია მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებზე.
ანაზღაურება:
შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.