ტექნიკური სპეციალისტი - დასავლეთ საქართველო
კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ტექნიკური სპეციალისტი;
სამუშაო არეალი: დასავლეთ საქართველო (იმერეთი, სამეგრელო);
ოფისის ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი ;
ფუნქცია -მოვალეობები:
- ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
- გეგმიური და არაგეგმიური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება;
- ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
- ყავის აპარატების მარაგების შექმნა.
- ყავის აპარატების მონტაჟი წინასწარ მითითებულ ლოკაციებზე კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;
- სარეკლამო დაფის დამონტაჟება წინასწარ შეთანხმებულ ობიექტზე;
- ყავის აპარატის მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარების მიტანა/მონტაჟი ობიექტზე;
- ყავის აპარატის გამართულად მუშაობის პრინციპების სრულფასოვნად ახსნა, პრეზენტაცია ობიექტის მფლობელისთვის;
- ყავის აპარატების და სხვა სარეკლამო აქსესუარების დემონტაჟი ობიექტიდან;
უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარეობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პროფესიული ყავის აპარატების მიმართულებით ან ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, ასევე განიხილება საგადახდო აპარატებთან მუშაობის გამოცდილებაც;
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000-1800 ლარი გამოცდილების შესაბამისად;
- სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
- დასვენება: შაბათი, კვირა;
- ანაზღაურებას ემატება 150 ლ ავტომანქანის ცვეთის;
- საწვავი;
- ულიმიტო სასაუბრო;