ტექნიკური სპეციალისტი- ბათუმი
"WeCharge" არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.
ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებს და WeCharge App-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ. სიგარეტი და სხვა).
ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ვეძებთ ტექნიკურ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სადგურების შემოწმება, ინსტალაციას და გამართულ მუშაობას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სადგურებისა და დამტენების განთავსება:
- სადგურის ინტალაცია (Plug and play ინსტალაცია) მოთხოვნის შესაბამისად.
- სადგურებში ფოვერ ბანკების გადავსება/ამოკლება.
- სადგურებისა ტესტირება, ტრანსპორტირებისთვის მომზადება და განთავსება.
- სადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- სადგურებისა და დამტენების მუშაობის მონიტორინგი, სისტემური შემოწმება, სადგურის დროულად ანაცვლება (საჭიროების შემთხვევაში).
- რეპორტინგი - ანგარიშის წარმოდგენა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
შენიშვნა: სადგურის ინტალაციის პროცესი მარტივია, საჭიროა დენის წყაროში შეერთება და ტესტირება.
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბათუმი
- დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი / შეთავსებით.
- სამუშაო საათები: შეთანხმებით (შესაძლებელია დღეგამოშვებით)
- ანაზღაურება: დამოკიდებულია სერვისის რაოდენობებზე.