ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი — ელტეგი

ელტეგი — ლოგო
ელტეგი

ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „ელტეგი“ დაარსდა 2007 წელს. იგი წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ბაზარზე ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტით ოპერირებს. კომპანიის მიზანია, აღნიშნულ სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით, საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთების მათზე მორგებული პაკეტებით მომსახურება.

კომპანია „ელტეგი“ აცხადებს ვაკანსიას ,, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი ‘’-ის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. #44, 0103, თბილისი, საქართველო

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე + დანამატი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლიფტების, ესკალატორებისა და პლატფორმების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების შესრულება;
  • ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა, შესაბამისი აქტის/დოკუმენტაციის შედგენა და კომპეტენციის ფარგლებში შეკეთების განხორციელება;
  • ლიფტების გეგმიური ტექნიკური შემოწმების ჩატარება და პროფილაქტიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გაუთვალისწინებელი შეფერხებებისა და ავარიების შემთხვევაში დროული რეაგირება და პრობლემის ეფექტური აღმოფხვრა;
  • სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება ელექტროობის ან/და ენერგეტიკის მიმართულებით;
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების, ელექტროობისა და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების ცოდნა და გამოცდილება;
  • ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
  • სიმაღლეზე მუშაობის შესაძლებლობა;
  • სასურველია რუსული, ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • როგორც დამუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.