ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი — ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ორგანიზაციის შესახებ

  • ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
  • ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.

სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამსახურის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემების და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობს უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლების მიერ სერვისდესკში დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირება დისტანციურად ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლით;
  • მასზე გადაცემული ინციდენტის დროული მოგვარება ან შესაბამისი კომპეტენციის სამსახურზე გადამისამართება;
  • მომხმარებლის კომპიუტერზე საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
  • კომპიუტერული აღჭურვილობის სათანადო მუშაობას და დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების პროცესის მართვა ან შეცვლა.

პროფესიული ცოდნა, განათლება, გამოცდილება:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებს 1 წლისა;
  • Windows ოპერაციული სისტემის ცოდნა ადმინისტრირების დონეზე;
  • MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
  • სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკურად/პროგრამულად გამართვის უნარი;
  • Android მობილური ოპერაციული სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ქსელის საბაზისო ტექნოლოგიების და საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • Active Directory-სთან და ManageEngine-ს პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

დამატებითი შეთავაზება: პროფესიული განვითარება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30.09.2026

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ