ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი — ტელეკომ 1

ტელეკომ 1

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ტელეკომ 1 წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომელიც აბონენტებს სთავაზობს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო სერვისებს.

ტელეკომ 1 აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამშრომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება სატელეკომუნიკაციო ქსელის გამართულ ფუნქციონირებაში მონაწილეობა, ახალი სერვისების მონტაჟი და აბონენტებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.

ძირითადი ფუნქციები:

  • აბონენტებთან ადგილზე ვიზიტი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში;
  • ახალი აბონენტების სატელეკომუნიკაციო სერვისების მონტაჟი და კონფიგურაცია;
  • ქსელური დაზიანებების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • შესრულებული სამუშაოების შესაბამისი აღრიცხვა.

ანაზღაურება:

ხელზე ასაღები ფიქსირებული ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა — შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით თანამშრომელს აქვს დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი: 10:00-19:00;
  • შაბათი: მოკლე სამუშაო დღე;
  • კვირა: დასვენების დღე.

ბენეფიტები და განვითარების შესაძლებლობები:

  • შედეგებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა;
  • ტექნიკური სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კორპორატიული მობილური კავშირი და სასაუბრო პაკეტი;
  • კომპანიის სატელეკომუნიკაციო სერვისებით სპეციალური პირობებით სარგებლობა;
  • სამუშაოსთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი და აღჭურვილობა;
  • სტაბილური სამუშაო გარემო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სატელეკომუნიკაციო მიმართულებით);
  • ტექნიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია მართვის მოწმობის C კატეგორიის ფლობა.