ტექნიკოსი, ინსტალატორი — მოდერნ ტექნოლოჯი 2020

მოდერნ ტექნოლოჯი 2020

ტექნიკოსი, ინსტალატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მოდერნ ტექნოლოჯი 2020" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის / ინსტალატორის / სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ტექნიკური სამუშაოებით დაინტერესებულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება სახანძრო უსაფრთხოების, სუსტი დენების, ელექტრო და საინჟინრო სისტემებთან დაკავშირებულ სამუშაოებში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კაბელების გაყვანა და დაერთება
  • სახანძრო სიგნალიზაციის კაბელების გაყვანა
  • ოპტიკური კაბელების გაყვანა
  • ელექტრო და სუსტი დენების კაბელების გაყვანა
  • კაბელების გაყვანა პროექტისა და სქემების შესაბამისად
  • საჰაერო და მიწისქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურაზე მუშაობა
  • საკაბელო არხების, გოფრირებული მილებისა და სხვა შესაბამისი სამონტაჟო ელემენტების მოწყობა

სახანძრო და საევაკუაციო სისტემები:

  • სახანძრო დეტექტორების მონტაჟი და დაერთება
  • სტრობ-სირენების მონტაჟი და დაერთება
  • ავარიული/საევაკუაციო სანათების მონტაჟი და დაერთება
  • EXIT ნიშნების მონტაჟი და დაერთება
  • სახანძრო სიგნალიზაციის სხვა მოწყობილობების მონტაჟი და დაერთება პროექტის შესაბამისად

ვენტილაციისა და კვამლგაწოვის სისტემები:

  • ჰაერსატარების დაერთება შესაბამის მოწყობილობებთან და ელემენტებთან
  • სახანძრო და კვამლსაწინააღმდეგო დამპერების დაერთება
  • დამპერების ელექტრული ამძრავების (Actuator) დაერთება
  • კვამლგაწოვისა და ჰაერის მიწოდების სისტემების ელექტრული მოწყობილობების დაერთებაში მონაწილეობა

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
  • ტექნიკური სქემებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი ჩაითვლება უპირატესობად
  • ელექტრო და სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სამუშაო ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი
  • უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა
  • სამუშაო დროისა და დადგენილი ვადების დაცვა
  • სამუშაო ფორმისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება
  • სამუშაო ადგილისა და ინსტრუმენტების მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლიანი
  • დისციპლინირებული
  • პუნქტუალური
  • მოწესრიგებული
  • თავაზიანი
  • შრომისმოყვარე
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ოქტომბერი