ტექნიკოსი — სასტუმრო გრაფი

სასტუმრო გრაფი

ტექნიკოსი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "გრაფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი კომპეტენციები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით;
  • ელექტროობის, სანტექნიკისა და სხვა საინჟინრო სისტემების ცოდნა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროს ელექტრო, სანტექნიკური, გათბობა-გაგრილების და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის შეკეთება;
  • წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
  • ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან კოორდინაციით;
  • პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად;
  • სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების ტექნიკური მდგომარეობის პერიოდული შემოწმება;
  • Front Office-ის/ადმინისტრატორებისა და Housekeeping-ის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • შესრულებული სამუშაოებისა და გამოვლენილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
  • ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების სტანდარტებისა და შესაბამისი რეგულაციების დაცვა;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული შესაბამისი დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
  • სამუშაო საათები: 8 საათი დღეში;
  • დასვენება: კვირაში 2 დღე;
  • ანაზღაურება: 1500 ლარი; ანაზღაურების გადახედვა შესაძლებელია კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად;
  • კვება: უზრუნველყოფილია.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კვებას სასტუმროსგან;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.