ტექნიკოსი
სერვის ცენტრი "X Service - X სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ენერგიულ და ტექნიკით დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე, შაბათს - ნახევარი დღე
- შესვენება: 1 საათი
- სხვა: კარიერული განვითარების შესაძლებლობა, კორპორატიული დაზღვევა, მეგობრული სამუშაო გარემო
- ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მიერ სერვისში წარმოდგენილი ტექნიკის დიაგნოსტიკა, შესაბამისი სადიაგნოსტიკო დასკვნის მომზადება და უფროსი სერვის მენეჯერისთვის წარდგენა
- სერვის ბარათის შევსება
- შესაკეთებელი ტექნიკის დროული და ხარისხიანი შეკეთება
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან კომუნიკაცია
- შესაკვეთი (გამოსაწერი) ტექნიკის შესახებ სერვის მენეჯერებისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება
- დაკისრებული სამუშაოების დროულად და მაღალკვალიფიციურად შესრულება
- მიბარებული ტექნიკის კონტროლი და უსაფრთხოდ შენახვა
- სერვისის სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების მოძიება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ჭკვიან ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება
- რობოტ მტვერსასრუტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
- ენერგიულობა და აქტიურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი