ტექნიკოსი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 1800 ლარი;
ძირითადი ფუნქციები:
- ტორტის კონსტრუქციების, ასევე ბუტაფორიების ვიზუალური კონცეფციის დამუშავება და აწყობა;
- საკონდიტრო ნაწარმისათვის სადგამებისა და ღერძების აწყობა, არსებული სადგამების/მაგიდების/ღერძების აღდგენა;
- ტორტის კონსტრუქციების, ბუტაფორიების, სადღესასწაულო საკონდიტრო ნაწარმის მბრუნავი ან/და მანათობელი მექანიზმების, საკონდიტრო ნაწარმისათვის სადგამებისა და ღერძების აწყობა/აღდგენის მიზნით საჭირო ინვენტარის/მასალის განსაზღვრა, მოძიება.
ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- კრეატიული აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა.