ტექნიკოს-ინსტალატორი- ზუგდიდი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია - შპს "ორდუნეტ"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინსტალატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე
აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატი აუცილებელია ფლობდეს ავტომობილის მართვის მოწმობას.
ტექნიკური მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აბონენტთან შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია/დემონტაჟი;
- ინტერნეტ მომსახურების დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
- მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი; კლიენტზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შესანარჩუნებლად;
- აბონენტთან ხელშეკრულების და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების/აქტების გაფორმება;
- მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
- სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
- შესრულებული სამუშაოს რეესტრის წარმოება.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების - რეზიუმეს (CV- რომელიც შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს) გამოგზავნით, თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ შპს "ორდუნეტ"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, შპს "ორდუნეტ"-ის მხრიდან დამუშავდება - მხოლოდ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია - თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ თქვენს რეზიუმეში - მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
მის: ზუგდიდი, რუსთაველის #73