თარჯიმანი — Geo Consulting

Geo Consulting — ლოგო
Geo Consulting

თარჯიმანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
საპროექტო/საზედამხედველო კომპანია "Geo Consulting" აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე.

ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ფარგლებში გასაცვლელი დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით;
** პროექტის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან, დამკვეთებთან და სხვა მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სინქრონული თარგმანი შეხვედრების დროს (ქართულიდან ინგლისურად და პირიქით);
** თარგმნილი დოკუმენტების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირება;
** ხელმძღვანელის ან დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალების თარგმნა;
** დოკუმენტაციის თარგმნა პროექტირების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას;
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაო ჯგუფთან ერთად გასვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალურად და წერილობით);
** თარგმნის გამოცდილება ტექნიკურ ან საინჟინრო კონტექსტში (უპირატესობად ჩაითვლება);
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღება დეტალების მიმართ;
** მოქნილობა და სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე სწრაფად ადაპტაციის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!