სურათის ჩარჩოების ხელოსანი — Blink studio

samushao.ge
Blink studio — ლოგო
Blink studio

სურათის ჩარჩოების ხელოსანი

₾1600 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჩარჩოების ატელიე არის თანამედროვე სახელოსნო ჩარჩოების დამზადებისა და ხელოვნების ექსპონატის პრეზენტაციისთვის თბილისში, რომელიც გთავაზობთ სანდო, ხარისხიან და ინდივიდუალურ გადაწყვეტებს როგორც ადამიანებისთვის, ასევე ბიზნესიებისთვის.

ჩვენ ვაწარმოებთ:

  • სურათების და ტილოების ჩარჩოების დამზადება;
  • დიზაინზე მორგებული ჩარჩოები სხვადასხვა მასალისგან;
  • პასპარტუდებისა და დეკორატიული ელემენტების აწყობა;
  • ექსპრეს სერვისი შეკვეთებზე;
  • ჩარჩოების შეკეთება და განახლებაც.
მოვალეობები:
  • სურათებისა და პოსტერების ჩარჩოების დამზადება;
  • ხის/ალუმინის ჩარჩოების დაჭრა, აწყობა და დამუშავება;
  • შუშის ჭრა და მონტაჟი;
  • ტილოს, ფოტოსა და პოსტერის სწორად ჩარჩოში ჩასმა;
  • ხარისხის კონტროლი და სისუფთავის დაცვა სამუშაო პროცესში.
მოთხოვნები:
  • ასაკი 25 წლამდე;
  • ხელოსნობის გამოცდილება (ჩარჩოები, ხე, ავეჯი ან მსგავსი სფერო) – სასურველია;
  • ზუსტ და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სწავლის სურვილი (გამოცდილების არქონის შემთხვევაში შეგვიძლია გადამზადება).
უპირატესობები:
  • დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტე და აკურატულობა მუშაობის დროს;
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და მოთმინება;
  • ტექნიკური აზროვნება;
  • ხარისხზე ორიენტაცია;
  • სწავლის სურვილი და განვითარებაზე ორიენტირება;
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში;
  • კლიენტზე ორიენტირებული დამოკიდებულება (სასურველია).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ