სუ-შეფი
"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში. სასტუმრო " GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham " აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20 ძირითადი მოვალეობები: ** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა აღმასრულებელი შეფის ხელმძღვანელობით ** კერძების მომზადების პროცესის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა ** ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ** სამზარეულოს გუნდის კოორდინაცია და მხარდაჭერა ** ინგრედიენტების მარაგის კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა ** მენიუს სტანდარტების დაცვა და რეცეპტების შესრულების კონტროლი ** ახალი თანამშრომლების გადამზადება მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** კულინარიული ტექნიკებისა და პროცესების ცოდნა ** ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი ** HACCP სტანდარტების ცოდნა (ან სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად) კომპანია გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს ** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) ** კვებით და დაზღვევით უზრუნველყოფას ** ფიტპასს