სცენის ტექნიკოსი
სასცენო კონსტრუქციების დამხმარე მუშა
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ფიზიკურად მომზადებულ თანამშრომლებს ღონისძიებებზე სცენის, პოდიუმისა და სასცენო კონსტრუქციების აწყობა-დაშლისთვის.
სამუშაო ასევე მოიცავს საწყობში ინვენტარის მომზადებას, ჩატვირთვა-გადმოტვირთვას და დინამიკების, განათებისა და LED ეკრანის მონტაჟში დახმარებას.
გრაფიკი: არასტაბილური, ღონისძიებების მიხედვით — თვეში დაახლოებით 3-10 გამოძახება. შესაძლებელია სხვა სამსახურთან შეთავსება.
ანაზღაურება: 200-700 ლარი თითო ღონისძიებაზე, სამუშაოს მოცულობისა და ხანგრძლივობის მიხედვით. პირობები წინასწარ თანხმდება.
მოთხოვნები:
- მაღალი პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;
- ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
- სამუშაოზე აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.
გამოცდილება აუცილებელი არ არის. მონდომებულ თანამშრომელს ექნება გახმოვანების, განათებისა და LED ეკრანის სისტემების შესწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
კომპანია: AV RENT / Proelectronics