ლოჯისტიკის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზება და მართვა;
** ტვირთების გადაადგილების პროცესის კონტროლი და კოორდინაცია;
** შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი;
** მძღოლებთან, გადამზიდავ კომპანიებთან, ტერმინალებთან, აგენტებთან და კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
** გადაზიდვის პროცესში წარმოშობილი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელია მინიმუმ ერთ-ერთი ენის კარგი ცოდნა;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის/ტრანსპორტის სფეროში;
** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
** სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №6;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი: 10:00-13:00 (მონაცვლეობით);
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: . ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი".