სტოკერი — მაქსიმა

მაქსიმა — ლოგო
მაქსიმა

სტოკერი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას სტოკერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);

სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე;

დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;

ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109;

ანაზღაურება: 1400 ლარი (ფიქსირებული);

ადგილების რაოდენობა: 1

ჩვენი ბენეფიტი:

  • კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის სტენდზე განთავსება სექციის შესაბამისად;
  • კომპანიაში არსებულ პროგრამაში მუშაობა;
  • სტოკერი მონაწილეობას იღებს სანიმუშო დახლების დაგეგმარებასა და აწყობაში, აგრეთვე სანიმუშო დახლის დაგეგმარების მიზნით ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელობას სტენდზე კონკრეტული ნიმუშისთვის ადგილის საჭიროებასა და მომზადებაზე.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

  • თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებას გისურვებთ!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ