STEAM პროგრამის მასწავლებელი დაწყებით და საბაზო საფეხურზე — სთიმითი

სთიმითი

STEAM პროგრამის მასწავლებელი დაწყებით და საბაზო საფეხურზე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

STEAM პროგრამის მასწავლებელი დაწყებით და საბაზო საფეხურზე

"სთიმითი" არის საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს STEAM საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე საქართველოში ქმნის და აწარმოებს STEAM ნაკრებებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი და საბაზო საფეხურების STEAM პროგრამის მასწავლებლის პოზიციაზე. ჩვენი საგანი სასკოლო ცხრილში სავალდებულო საგნის სახით არის შეტანილი.

სთიმითის პროგრამა ეფუძნება ინტერდისციპლინურ სწავლებას. გაკვეთილებზე მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის ცოდნას ერთმანეთთან აკავშირებენ და პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად იყენებენ. ექსპერიმენტების, კვლევისა და პროექტებზე მუშაობისას ისინი სწავლობენ იდეების გამოცდას, დასკვნების გამოტანასა და საკუთარი გადაწყვეტილებების შექმნას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სთიმითის პროგრამისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
  • მოსწავლეების მხარდაჭერა STEAM კონსტრუქტორზე მუშაობისას;
  • რთული საკითხების გასაგები ენით ახსნა და მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა;
  • ჯგუფური მუშაობის მართვა;
  • მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი და უკუკავშირის მიწოდება (საჭიროების შემთხვევაში);
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებულად და პოზიტიურად წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა მინიმუმ ერთ დარგში;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
  • სკოლაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
  • ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირების (მაგ: Scratch, makecode) საწყისების ცოდნა;

უპირატესობად ჩაითვლება:

  • რამდენიმე საბუნებისმეტყველო მიმართულების ცოდნა;
  • მიკროკონტროლერებთან (Arduino, ESP32, Micro:bit) მუშაობის გამოცდილება;
  • რობოტიკის, ელექტრონიკის საფუძვლებისა და კოდირების საფუძვლების ცოდნა.

გადამზადება და მხარდაჭერა (დასაქმების შემთხვევაში):

თუ აკმაყოფილებთ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა კოდირების საწყისებში ან პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა გაქვთ შესაბამისი საბაზისო ცოდნა და ამ მიმართულებით განვითარების სურვილი, სთიმითი უზრუნველყოფს თქვენს გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას. მუშაობის პროცესში გექნებათ წვდომა კომპანიის სასწავლო პროგრამაზე, რესურსებსა და გუნდის მეთოდოლოგიურ მხარდაჭერაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 ან 3 დღე, სასკოლო განრიგის შესაბამისად (09:00-16:00 შუალედში). დატვირთვა: კვირაში მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 8 გაკვეთილი.
  • ანაზღაურება: საათობრივი, ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით.

ვაკანტური ადგილი: 4