სტაჟირება - გაყიდვების/მარკეტინგის დეპარტამენტი — უჯ ლუბრიკანტს

samushao.ge
უჯ ლუბრიკანტს — ლოგო
უჯ ლუბრიკანტს

სტაჟირება - გაყიდვების/მარკეტინგის დეპარტამენტი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

UG Lubricants აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით.

კომპანიის აღწერა:

UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში.

კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს.

UG Lubricants ეძებს მოტივირებულ ახალკურსდამთავრებულებს და ადამიანებს, რომლებიც კარიერულ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამენ. თუ გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, განივითარო პროფესიული უნარები და კარიერა დაიწყო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ კომპანიაში შესაბამის პოზიციაზე და გააგრძელონ პროფესიული საქმიანობა UG Lubricants-ის გუნდში.

სტაჟირების მიმართულებები:

  • გაყიდვების დეპარტამენტი
  • მარკეტინგის დეპარტამენტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი;

დასაქმების ტიპი:

  • სტაჟირება: ანაზღაურებადი

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:

  • სრული

სამუშაო საათები:

  • 09:00 – 18:00

მდებარეობა:

  • ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ

ანაზღაურება:

სტაჟირება არის ანაზღაურებადი. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

ბენეფიტები:

  • ბონუსების სისტემა
  • სტაბილური სამუშაო გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ