სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში — ადლი

ადლი

სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია " ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება. ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას; ** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ** მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან, კვარტალში ერთი DayOff-ის შესაძლებლობას სამშენებლო კომპანია "ადლიში" ვიწვევთ ენერგიულ, მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს ფინანსურ დეპარტამენტში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები/შესასწავლი და განსახორციელებელი ფუნქციები: ** კომპანიის შიდა პროგრამაში სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესწავლა და შესრულება; ** შესყიდვის ზედნადების პროგრამული გატარების პროცესში ჩართულობა; ** პროექტის ჭრილში ნაშთების კონტროლი; ** საბანკო გატარებების პროგრამული ასახვის პროცესში მონაწილეობის მიღება; ** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივების პროცესში მონაწილეობა; ** კომპანიაში წარმოებული პროდუქციის დოკუმენტაციის მოწესრიგება, პროგრამული ასახვა; ** ზედნადებების ატვირთვა როგორც შიდა გადაზიდვების, ასევე რეალიზაციების ჭრილში; ** პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** ენერგიულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; ** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა