სტაჟიორი - სოციალური მედია და ციფრული მარკეტინგი
"Lemon Car Rentals" ეძებს მოტივირებულ და კრეატიულ Social Media & Digital Marketing სტაჟიორს ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად.
თუ გაინტერესებს ავტოინდუსტრია და გსურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება ციფრულ მარკეტინგში, შემოგვიერთდი!
რას გააკეთებ სტაჟირების პერიოდში:
- კონტენტის შექმნა: დაგვეხმარები თვიური კონტენტგეგმის შემუშავებასა და სოციალური ქსელებისთვის (Facebook/Instagram) პოსტების, ვიდეოების (Reels) და ტექსტების მომზადებაში.
- გადაღებების ორგანიზება: მონაწილეობას მიიღებ კონტენტის გადაღების პროცესში, იდეების გენერირებასა და მასალების დამუშავებაში.
- რეკლამის მართვა: გაეცნობი Meta Ads-ისა და Google Ads-ის პრინციპებს, მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას კამპანიების მონიტორინგსა და ოპტიმიზაციაში.
- ანალიტიკა: დაგვეხმარები შესრულებული სამუშაოს შედეგების შეჯამებასა და ყოველთვიური ანგარიშების (Report) მომზადებაში.
რას ველით შენგან:
- სწავლის სურვილი და პასუხისმგებლიანი მიდგომა საქმისადმი;
- სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok) სიღრმისეული ცოდნა;
- კრეატიული აზროვნება და წერის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ პროექტებზე;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.