სოციალური მედიის სპეციალისტი
ვხსნით ახალ მიმართულებას - სამედიცინო ტურიზმს ევროპიდან საქართველოში!
ვეძებთ აქტიურ, ამბიციურ და პასუხისმგებლიან ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ განვითარება, კარგი შემოსავალი და ჩვენთან ერთად წარმატებული კარიერის შექმნა.
რას მოიცავს სამუშაო:
- სოციალური ქსელების ანგარიშების შექმნა და მართვა.
- მზა კრეატივებისა და კონტენტის გამოქვეყნება.
- ევროპელი პოტენციური პაციენტების კონსულტაცია მზა სკრიპტების გამოყენებით.
- პაციენტების კითხვებზე პასუხის გაცემა, კონსულტაცია და მათი კლინიკაში ჩაწერამდე სრული მხარდაჭერა.
- თანამედროვე AI (ხელოვნური ინტელექტის) ინსტრუმენტებთან მუშაობა (ყველაფერს გასწავლით).
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც:
- ფლობს რუსულ ენას.
- ინგლისურ ენას ფლობს სასაუბრო დონეზე.
- არის პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და სწრაფად სწავლობს.
- უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა.
- სურს განვითარება გაყიდვების, მარკეტინგისა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულად უფასო ტრენინგს ნულიდან კომპანიის დაფინანსებით.
- სამუშაოს თანამედროვე ოფისში.
- ახალგაზრდა და ძლიერ გუნდს.
- ანაზღაურებას შედეგზე დაფუძნებული პროცენტის სახით (შემოსავალს ზედა ზღვარი არ აქვს).
- სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას ხელმძღვანელ პოზიციამდე.
თუ გსურს შეიძინო მოთხოვნადი პროფესია, შეისწავლო გაყიდვები, მარკეტინგი და საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობა - სწორედ შენ გელოდებით!