სოციალური მედიის მენეჯერი/კონტენტ კრეატორი
BEST HOME აცხადებს ვაკანსიას სოც.მედია/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
"BEST HOME" სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომლის კონტენტი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აღწევს სოციალურ ქსელებში.
ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და პასუხისმგებლობიან სოც.მედია მენეჯერს / კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ პროცესებში, შექმნის შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს და უზრუნველყოფს კომპანიის სოციალური მედიის სრულფასოვან მართვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კონტენტის და სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- გამოცდილება გაქვთ (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სოციალური ქსელების მართის
- შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმო კონტენტ სტრატეგია და მისი განხორციელება
- გაქვთ ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება
- კარგად ფლობ Canva-ს, CapCut-სა და Adobe Premiere Pro-ს
- Meta Ads-ისა და Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
- ხართ კრეატიული, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული
ძირითადი მოვალეობები:
- გადაიღებ და დაამონტაჟებ Reels, TikTok და Shorts ფორმატის ვიდეოებს
- მართავ კომპანიის Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის გვერდებს
- დაგეგმავ კონტენტ კალენდარს და იზრუნებ გვერდების ყოველდღიურ აქტიურობაზე
- შექმნი პოსტებს, ვიდეოებს, სთორებსა და სარეკლამო კონტენტს
- დაგეგმავ და განახორციელებ მარკეტინგულ კამპანიებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის
- იმუშავებ აგენტებისა და კომპანიის პერსონალური ბრენდინგის განვითარებაზე
- გააანალიზებ შედეგებს და მუდმივად იზრუნებ კონტენტის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე
რას მიიღებ ჩვენგან:
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
- ორი განსხვავებული ბრენდის მარკეტინგის მართვის გამოცდილებას
- კრეატიულ თავისუფლებას იდეების განხორციელებაში
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ, თანამედროვე და სწრაფად მზარდ გარემოს
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000 - 3000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
- სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
- ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსთან)