სოციალური მედიის მენეჯერი — რადიუს ჯგუფი

რადიუს ჯგუფი

სოციალური მედიის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რადიუს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

"რადიუს ჯგუფი" სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ პროექტებს და ორიენტირებულია ხარისხზე, განვითარებასა და მომხმარებლისთვის ღირებული სივრცეების შექმნაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ Social Media Manager-ს — კრეატიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ბრენდის ციფრული კომუნიკაციის განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის არხების ყოველდღიური მართვა და მონიტორინგი;
  • სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და ბრენდის არსებული იმიჯის კონტროლი;
  • სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება მარკეტინგული პრიორიტეტების შესაბამისად;
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და შესაბამისი კონტენტის დაგეგმვა/შემუშავება;
  • კონტენტ-გეგმისა და კონტენტ-კალენდრის შედგენა;
  • ვიზუალური მასალების მომზადება და დამუშავება;
  • სოციალური მედიის მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი და მათი ბრენდის კომუნიკაციაში ინტეგრირება;
  • ბრენდის ცნობადობისა და სოციალური მედიის ეფექტურობის ზრდაზე მუდმივი მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სოციალური მედიის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • Adobe Photoshop-ისა და Canva-ს ცოდნა;
  • AI Tools-ის პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
  • სასურველია ფოტო/ვიდეო კონტენტის საბაზისო დამუშავების უნარი და CapCut-ის ან მსგავსი პროგრამის ცოდნა;
  • სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების — Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn — სპეციფიკის ცოდნა;
  • გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარები:

  • კრეატიულობა და კონტენტის ახალი იდეების გენერირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • დადგენილ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (1 საათი შესვენება);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 14;
  • ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმებით, ფიქსირებული + ბონუსი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ