სოციალური მედიის მენეჯერი
კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში ბავშვთა კვების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოც. მედია მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00 - 18:00 სთ
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
- დისტანციური მუშაობა არ განიხილება
სოც. მედია მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა მისთვის ჩაბარებული ბრენდის/ბრენდების სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება, არსებული იმიჯის მუდმივი მონიტორინგი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედია არხების მართვა და მონიტორინგი; მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- სოციალური მედია სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება მარკეტინგული პრიორიტეტების მიხედვით;
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, კონტენტის შემუშავება, ვიზუალური მასალების მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
- სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და რეპორტინგი;
- პროდუქციის ფასებისა და ასორტიმენტის სრულფასოვანი ცოდნა;
- კონკურენტი ბრენდების ასორტიმენტისა და აქტივობების მუდმივი მონიტორინგი სოც.მედია არხების საშუალებით.
მოთხოვნები:
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა;
- სასურველია განათლება მარკეტინგის/PR-ის მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
- Google Ads, Google Analytics - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კრეატიული;
- პასუხისმგებლობის მქონე;
- დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
"ნატურლენდი" გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა + fitpass;
- მეგობრული გუნდი და სამუშაო გარემო.