სოციალური მედია მენეჯერი
შპს "ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის (SMM) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- "ჯინო აკვაპარკისა" და "ჯინო ველნეს რაბათის" სოციალური მედიის სტრატეგიისა და კონტენტ-გეგმის შემუშავება/მართვა (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn);
- კრეატიული ტექსტების (ქოპირაითინგი), ფოტო/ვიდეო კონტენტისა და Visual/Reels იდეების გენერირება და მომზადება;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
- მომხმარებელთა ჩართულობის (Engagement) მონიტორინგი, კომენტარებსა და შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება;
- ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- მარკეტინგის გუნდთან ერთად მიმდინარე აქციებისა და ღონისძიებების ციფრულ სივრცეში დაგეგმვა/გაშუქება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება SMM-ის მიმართულებით (სასურველია პორტფოლიოს წარმოდგენა);
- Meta Ads Manager-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- გამართული ქართული ენით წერისა და მეტყველების უნარი, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ხოლო რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საბაზისო გრაფიკულ/ვიდეო რედაქტორებთან მუშაობის უნარი (Canva, CapCut, Adobe Photoshop/Premiere);
- თანამედროვე ტრენდების დროული ათვისება და კრეატიული აზროვნება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ფორმატი: საოფისე;
- სამუშაო გრაფიკი: სრული;
- ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
- ადგილმდებარეობა: თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარედ (ბეშენოვას ქ. #9);
- დამატებითი ბენეფიტები: ფიტნეს დარბაზითა და ოლიმპიური აუზით სარგებლობა, ასევე სპეციალური ფასდაკლებები მთელ კომპლექსში!