სისტემური ოპერატორი — InLogistics

InLogistics

სისტემური ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გახდი "InLogistics"-ის გუნდის ნაწილი

"InLogistics" არის თანამედროვე 3PL (Third Party Logistics) კომპანია, რომელიც ბიზნესს სთავაზობს სასაწყობე მომსახურებას / მარაგების მართვასა და Supply Chain-ის სრულ ლოგისტიკურ სერვისებს. კომპანიის ოფისი მდებარეობს ლილოს დასახლებაში.

ჩვენი მიზანია, გავხდეთ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური პარტნიორი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ ეფექტურ და ინოვაციურ ბიზნეს-გადაწყვეტებს.

კომპანია ეძებს სისტემურ ოპერატორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და პასუხისმგებელი იქნება თანამედროვე სისტემური უზრუნველყოფის (Warehouse Management System) გამართულ ფუნქციონირებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროგრამაში ახალი კლიენტების რეგისტრაცია;
  • SKU ბაზის შექმნა;
  • კლიენტების დავალების პროგრამაში რეგისტრაცია;
  • დავალებების, პროგრამულად, თანამშრომლებზე გადანაწილება;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • Microsoft Office-ის (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა.

ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად:

  • გამოცდილება ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, სასაწყობე მომსახურების კომპანიებში პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ტრენინგებსა და მუდმივ განვითარებას;
  • თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • შესაძლებლობას იმუშაოთ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ლოგისტიკურ კომპანიაში;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი. ლილოს დასახლება
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00