სიმულაციური ცენტრის ასისტენტი — ევროპის უნივერსიტეტი

ევროპის უნივერსიტეტი — ლოგო
ევროპის უნივერსიტეტი

სიმულაციური ცენტრის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე ნახევარი განაკვეთი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე სიმულაციური ცენტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 17, (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი)/სარაჯიშვილის ქუჩა 17 (ავჭალა, კონიაკის დასახლება).
** გრაფიკი/დრო: არასრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი, 9:00-15:00 ან 15:00-21:00)
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

ძირითადი მოვალეობები:

** პრაქტიკული მეცადინეობებისათვის მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა/ინვენტარი (სამედიცინო სიმულატორები - მულაჟი)/სამედიცინო მასალები;
** აწარმოოს სიმულაციურ ცენტრში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებლად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სიმულაციურ ცენტრში პრაქტიკული მეცადინეობების მსვლევლობის დროს უზრუნველყოს სიმულაციური ცენტრის აღჭურილობის კონტროლი და უსაფრთხოების ზედამხედველობა;
** სიმულაციურ ცენტრში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/საექთნო მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office;
** ინგლისური ენა - B1 (მეტყველება, წერა);

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: . გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 19 ივნისი.