სილამაზის კონსულტანტი — ლოქსიტანი

ლოქსიტანი — ლოგო
ლოქსიტანი

სილამაზის კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი "L`Occitane"-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სილამაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

"L`Occitane en Provence" მთელს მსოფლიოში 1976 წლიდან 3000-ზე მეტ ყვითელ ბუტიკს აერთიანებს. გვეამაყება, რომ საერთაშორისო ბრენდი არის წარმოდგენილი მსოფლიოს 93 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქ.თბილისში: ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, საბურთალოს სითი მოლში და გალერია თბილისში.

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება;
  • სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით;
  • მაღაზიაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც;

პიროვნული უნარები და მოთხოვნები:

  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  • პროდუქციის პრეზენტაციის და ეფექტური წარდგენის უნარი;
  • პრეზენტაბელური და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება;
  • საინტერესო და სამოტივაციო აქტივობებს;
  • საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!