შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი — ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

₾3125 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 საათამდე;

ანაზღაურება: 3125 ლარი დარიცხული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის კორექტირება საჭიროების შესაბამისად და გეგმაში ცვლილებების ასახვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
  • სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
  • ხელმძღვანელის მიერ დადასტურებული შესყიდვების წარმართვა;
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში დროულად ატვირთვა და ვადების მონიტორინგი;
  • ბაზრის კვლევების ჩატარება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დაცვით;
  • ხელმძღვანელის დავალებით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანგარიშების მომზადება;
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან მუშაობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

2026 წლის 15 სექტემბერი.