შესყიდვების სამმართველოს კოორდინატორი
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ეკონომიკური მართვის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს კოორდინატორი.
სამუშაო ადგილი: კომპანიის თბილისის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება: 3465 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით)
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს კონკურსს ეკონომიკური მართვის დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს კოორდინატორის ვაკანსიაზე.
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია.
კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების პროცედურების წარმართვა, მათ შორის, სავარაუდო ფასების განსაზღვრა (ბაზრის კვლევის საფუძველზე);
- შესყიდვის სხვადასხვა საშუალებების მიხედვით მიმწოდებლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებებში განსახორციელებელი ცვლილებების მომზადება;
- შემოსული დოკუმენტების შესწავლა და პასუხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
- გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი (მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის სათანადო წესით გაფორმება);
- შესყიდვების სააგენტოსთვის ანგარიშების მომზადება და დადგენილ ვადებში წარდგენა;
- მიმწოდებელთან ანგარიშსწორების მიზნით ბუღალტერიისთვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
- გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
- ხელმძღვანელობის დავალებით კომპანიის წესდებით, შინაგანაწესით და კომპანიის სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები):
- ეკონომიური/იურიდიული;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- MS ოფისის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობა;
- შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
- დაგეგმვის უნარი;
- რთულ პირობებში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიზის უნარი.
შერჩევა ხორციელდება:
- CV/რეზიუმეების გადარჩევა
- გასაუბრება
სამოტივაციო წერილი
CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
დიპლომის ასლი
პირადობის ასლი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.
გისურვებთ წარმატებას!