შესყიდვების მენეჯერი — City Hotels

City Hotels

შესყიდვების მენეჯერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: 5/2

ანაზღაურება: 2000 ლარი, დაზღვევა, კვება

სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის # 140 ბ

აუცილებელია, საკუთარი ავტომობილის ყოლა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უკვე არსებული შესყიდვების პოლიტიკის მართვა, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • შესყიდვების სრული პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • კონკურენტული ბაზრის შესწავლა, ფასების ანალიზი;
  • მომწოდებლებთან ხელშეკრულების დადება შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
  • ყოველდღიური შესყიდვების განხორციელება და მოთხოვნილი პროდუქტების მიწოდება;
  • ნაშთებისა და მარაგების კონტროლი, აღწერა, მონიტორინგი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პარტნიორებთან სტრატეგიული შეთანხმებების წარმოება საბითუმო შესყიდვა-გაყიდვებთან დაკავშირებით;
  • ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
  • შესყიდული პროდუქციის პროგრამა Supra-ში ასახვა და მარაგების კონტროლი;
  • ყოველთვიური ანგარიშისა და ბიუჯეტის რეპორტინგი;
  • სასტუმროს ყველა დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://cityhotels.ge

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.