შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტი
"Archi Hospitality" განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს თბილისში.
გუნდში ვეძებთ შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტს (Accounts Receivable)
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:- გააკონტროლებ დებიტორულ დავალიანებებს და უზრუნველყოფ ანგარიშების დროულ შეჯერებას
- გააკონტროლებ საბანკო ოპერაციებს, სალაროს, POS-ტერმინალებსა და ფულად ნაკადებს
- უზრუნველყოფ PMS-სა და საბუღალტრო პროგრამაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლს
- გააკონტროლებ და გააანალიზებ შემოსავლებს
- აწარმოებ ინვოისების აღრიცხვასა და კონტროლს
- მონაწილეობას მიიღებ თვის დახურვასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში
- მოამზადებ ფინანსურ რეპორტებსა და საჭირო ინფორმაციას მენეჯმენტისთვის
- უზრუნველყოფ ფინანსური დოკუმენტაციის სათანადო წარმოებასა და შენახვას
- გაქვს საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- გამოირჩევი ანალიტიკური აზროვნებით, დეტალებზე ორიენტირებულობითა და სიზუსტით
- შეგიძლია დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან ორგანიზებულად მუშაობა
- გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შეგიძლია ვადების დაცვით მუშაობა
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
- ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 2026.