შეკვეთების მიმტანი
ყავის მწარმოებელი კომპანია - შპს "ეკანა ჯორჯია" ეძებს თანამშრომელს შეკვეთების მიმტანის პოზიციაზე ("დასტავკა") თბილისში
ძირითადი ვალდებულება:- შეკვეთების დროული მიტანის უზრუნველყოფა სავაჭრო ობიექტებში
- სალარო აპარატთან მუშაობა (ჩეკის ამორტყმა)
- დღის ბოლოს ნავაჭრი თანხის ბანკის ანგარიშზე ჩარიცხვა
- ორიენტირებული გაყიდვების მუდმივ ზრდაზე
- აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია
- კომუნიკაციის კარგი უნარი
- პასუხისმგებლიანი
- პუნქტუალური
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო განაკვეთი: დილის 09:00-18:00 (დროზე ადრე შეკვეთების დარიგების შემდეგ დასაქმებული თავისუფალი იქნება)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლორთქიფანიძის 142