მიმტანი — Café Eight 8

Café Eight 8 — ლოგო
Café Eight 8

მიმტანი

₾საათობრივი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Café Eight 8 წარმოადგენს სოლოლაკში მდებარე კვების ობიექტს, რომლის კონცეფცია აერთიანებს საუზმის კულტურას, მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებასა და ღვინის საღამოს ფორმატს.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი, ამაღლების ქუჩა №8

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 9 საათი.

ანაზღაურება: საათობრივი, დეტალები განიხილება გასაუბრების ეტაპზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან განთავსება.
  • სტუმრებისთვის მენიუს გაცნობა, კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების გაწევა.
  • შეკვეთების ზუსტად მიღება და სალარო სისტემაში შეყვანა.
  • შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის სამზარეულოსა და ბარისთვის დროულად გადაცემა, მათ შორის სტუმრის მიერ მითითებული ალერგიებისა და განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ.
  • კერძებისა და სასმელების დროულად მიტანა მომსახურების სტანდარტების დაცვით.
  • სტუმრებისთვის ანგარიშის წარდგენა და გადახდის მიღება.
  • მაგიდების მომზადება მომსახურების დაწყებამდე და მოწესრიგება სტუმრების გასვლის შემდეგ.
  • დარბაზისა და სამუშაო ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა, სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • სტუმრების შენიშვნებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მიმტანის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
  • მომსახურების ძირითადი სტანდარტების ცოდნა.
  • სალარო სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Café Eight 8-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანდიდატთა შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.

კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეინახავს რეზიუმეს მიღებიდან 1 წლის ვადით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან მოითხოვოთ მათი წაშლა კომპანიისთვის წერილობით მიმართვის გზით, ელექტრონულ მისამართზე: Cafe.Eight.8.Info@gmail.com.