შეკვეთების ამგროვებელი — შპს "ბლექ სი დისთრიბუშენი"

შპს "ბლექ სი დისთრიბუშენი" — ლოგო
შპს "ბლექ სი დისთრიბუშენი"

შეკვეთების ამგროვებელი

₾1500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას  პროდუქციის ამგროვებლის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ფუნქცია-მოვალეობები: • შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის სწორად და სრულად შერჩევა (სკანერით ან სიების მიხედვით); • მუშაობა სამ ტემპერატურულ ზონაში: ემბიენტი, გაგრილებული და გამყინავი; • ტემპერატურაზე მგრძნობიარე პროდუქციის სწორად დამუშავება და გატანა; • შერჩეული პროდუქციის სწორად განთავსება შესაფუთ ზონაში ან გამგზავნ არეალში; • FIFO/FEFO პრინციპების დაცვა საჭიროების შემთხვევაში; • სამუშაო ადგილის მუდმივად სუფთად და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება; • HACCP სტანდარტების, ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა (მათ შორის ალერგენების მართვა, მარკირება, პროდუქტის უვნებლობა); • დეფექტური ან დაზიანებული საქონლის დაუყოვნებლივ შეტყობინება მენეჯერისთვის; • საწყობის უსაფრთხოების წესების დაცვა და შესაბამისი დაცვის საშუალებების გამოყენება; • მარაგების სიზუსტის ხელშეწყობა – ნაშთების ან არასწორად განთავსებული საქონლის დაფიქსირება; • მონაწილეობა სასწავლო სესიებში და ჯგუფურ შეხვედრებში, რომლებიც უკავშირდება გაგზავნის პროცესებსა და სურსათის უსაფრთხოებას.
პიროვნული თვისებები: • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.