შეფ-მზარეული
ჩვენ ვქმნით თანამედროვე კაფეს, სადაც ხარისხიანი პროდუქტი, გემო და სისუფთავე ერთნაირად მნიშვნელოვანია. ვეძებთ გამოცდილ, ენერგიულ და კრეატიულ შეფ-მზარეულს , რომელიც სრულად ჩაიბარებს სამზარეულოს მართვას, უზრუნველყოფს მენიუს სტაბილურად მაღალ ხარისხს და შექმნის ორგანიზებულ სამუშაო პროცესებს. ძირითადი მოვალეობები: ** სამზარეულოს სამუშაო პროცესების სრული მართვა, დაგეგმვა და ორგანიზება; ** არსებული მენიუს კერძების სტანდარტების მკაცრი კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, მენიუს განახლება, ახალი კერძების შემუშავება და დანერგვა; ** პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ნაშთებისა და მარაგების; ** სამზარეულოს გუნდის მართვა; ** სამზარეულოში სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის (HACCP) სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და კონტროლი. მოთხოვნები: ** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; რას გთავაზობთ: ** თანამედროვე, სრულად აღჭურვილ და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** გრძელვადიან, სტაბილურ თანამშრომლობასა ** პროფესიული იდეებისა და კრეატივის რეალიზების შესაძლებლობას.