Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორი- ზუგდიდი
შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია" (მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) საქართველოში Shark|Ninja-ს მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას Shark|Ninja-ს ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ ზუგდიდში.
მდებარეობა: ზუგდიდი, სავაჭრო ცენტრი "ზუგდიდი მოლი"
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის განლაგება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
- ახალი მოდელების შესწავლა;
- სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
- მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;