სეზონური დასაქმება გერმანიაში
სეზონური დასაქმება ნიდერზაქსენში: მარწყვის დაკრეფა და მოვლა სათბურებში!
გთავაზობთ სეზონურ სამუშაოს გერმანიაში, ნიდერზაქსენის რეგიონში. სამუშაო პერიოდი იწყება 2026 წლის 22 აგვისტოდან და გრძელდება 31 ოქტომბრამდე. (გამოდის 71 დღე!)
ვეძებთ ენერგიულ კადრებს, მარწყვის მოსავლის ასაღებად და მცენარეების მოსავლელად სათბურებში (ფოლგის გვირაბებში).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: კანდიდატებისთვის დასაქმების მომსახურება არის სრულიად უფასო!
სამუშაო პროცესი:
- მარწყვის დაკრეფა და ხარისხის კონტროლი;
- მცენარეების მოვლა და გასუფთავება სათბურის პირობებში.
ანაზღაურება და აკორდული სისტემა:
- საბაზისო ხელფასი: 13,90 ევრო საათში;
- ანაზღაურების მოდელი: მუშაობა ეფუძნება აკორდულ სისტემას. ეს ნიშნავს, რომ ანაზღაურება დამოკიდებულია თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
- მაღალი შემოსავალი: შრომისმოყვარეობისა და სისწრაფის შემთხვევაში, თქვენი გამომუშავება საათში 20 ევრომდე იზრდება;
- სამუშაო ნორმა: დაახლოებით 30 კილოგრამი საათში.
სამუშაო დრო:
- კვირაში მინიმუმ 40 საათი. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კვირაში 60 საათამდე მუშაობა;
- სამუშაო დღე იწყება დილის 05:00 საათიდან და გრძელდება მინიმუმ 6-დან 8 საათამდე დღეში.
საცხოვრებელი და კომფორტი:
- მოწესრიგებული საცხოვრებელი (2 ადამიანი ოთახში). ღირებულება: 12 ევრო დღეში;
- ინტერნეტი: ადგილზე არის უფასო WLAN (Wi-Fi);
- სამზარეულო: საერთო სამზარეულო თვითუზრუნველყოფისთვის.
ტრანსპორტირება:
- უფასო ტრანსპორტირება: ორგანიზებულია უფასო გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე;
- შოპინგი: კვირაში 1-2 ჯერ უფასო ტრანსპორტირება სუპერმარკეტში პროდუქტების შესაძენად.
რა უნდა იქონიოთ თან:
- საკუთარი სამუშაო ტანსაცმელი;
- პლედი ( საბანი ) და ბალიში (თუმცა მათი შეძენა ადგილზეც არის შესაძლებელი 20-30 € ).
როგორ დავრეგისტრირდეთ?