შეკვეთების მართვის სპეციალისტი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
დამატებითი სარგებელი:
- FitPass
- ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველივე დღიდან
- კვება
სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკის დასახლება, ქინძმარაულის ქ #15
უშუალო დაქვემდებარება: წარმოების ხელმძღვანელი
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, კვირაში არაუმეტეს 40 სთ.
საგამოცდო ვადა: 6 თვე
სამუშაო გამოცდილება:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო/საოპერაციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება FINA-ში მუშაობის გამოცდილებას).
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამღებროში შემოსული შეკვეთების მართვა და მათი პროგრამული აღრიცხვა;
- სამღებროში არსებული დოკუმენტბრუნვის წარმოება და კონტროლი;
- შეკვეთების გადამოწმება, შეკვეთების სტატუსების მონიტორინგი, ვადების კონტროლი;
- პერიოდული ინვენტარიზაცია;
- საკუთარი მაღაზიების და გარე შეკვეთებზე მიმდინარე ინფორმაციის გაცემა;
- სააღრიცხვო პროგრამაში ზედნადებების ატვირთვა და დადასტურება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.