სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად. ამჯერად ვეძებთ სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტს . ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში. ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142 ანაზღაურება: 1200 ლარი გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00-19:00 საათამდე (დასვენება შაბათი-კვირა) ფუნქცია-მოვალეობები: ** სერვისის ჯგუფში შემოსული ქეისების განხილვა და ქარხნული წუნის შემთხვევაში მომწოდებლებთან შესაბამისი მოთხოვნების წარდგენა და მონიტორინგი; ** არასაგარანტიო შემთხვევების დროს, საჭირო სათადარიგო ნაწილების კოდების დადგენა და შესყიდვების მენეჯერისთვის გადაგზავნა შემდგომი შეკვეთისთვის; ** მიმდინარე საგარანტიო ქეისების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის წარმოება (Google Drive); ** დაზიანებული და სარეზერვო საწყობის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა (მომწოდებლებთან წერილობითი კომუნიკაციისთვის); ** Excel / Google Sheets-თან მუშაობის გამოცდილება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია; ** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას; ** მზარდ ანაზღაურებას.