სერვისის ტექნიკოსი
ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორებისთვის.
ბს/2 ჯორჯია წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.
გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ - ოფისის ტური, გუნდური ღონისძიებები და მეტი
https://bs2.lt/ge/career/
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (სადგური "დიდუბიდან" ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: 1200 - 2800 ლარი (NET) კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
** საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება;
** პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა;
** სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად.
მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** სარჩილავთან მუშაობის გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fit pass ბარათს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.