სერვისის სპეციალისტი
ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის".
კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. ამჟამად ასევე Hitachi-ს ავტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში.
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების specialistს, რომელიც მზად იქნება, პროფესიონალური მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს, დროულად დაადგინოს და აღმოფხვრას შეფერხების მიზეზები.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)
ძირითადი მოვალეობები:
- დანადგარების გეგმური და ავარიული ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების ჩანაცვლება;
- დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, პოტენციური ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა;
- ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება, დაზიანების მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების შეთავაზება;
- ახალი ობიექტების დანადგარების ტექნიკური შემოწმება და სერვისზე გადმობარების პროცესში მონაწილეობა;
- სათადარიგო ნაწილებზე ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მოთხოვნების მომზადება და მათი სპეციფიკაციების, ზომების, ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალური მასალის ზუსტად დოკუმენტირება;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ სერვის-რეპორტების, აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
- ლიფტის შახტებისა და ტექნიკური სივრცეების უსაფრთხო და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, ასევე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მწარმოებლის ინსტრუქციების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკური მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება;
- ელექტრიკოსად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა;
- მექანიკური სისტემებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურების გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა.