სერვისის ოპერატორი
კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამდროისთვის საქართველოს მასშტაბით 98-სავაჭრო წერტილს აერთიანებს .
კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე,
ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!
კომპანია ,, ბეკო ,, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სერვისის ოპერატორი
ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, ფარსადანის 5;
სამუშაო საათები : ორშაბათი - აპრასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი 10:00-15:30 სთ;
ანაზღაურება : 1800 ლარი ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
• უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საყოფაცხოვრებოტექნიკის სერვისცენტრში აღნიშნულ პოზიციაზე ;
• ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, თურქულიენის ცოდნა B2 დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად;
• 1C ERP მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Power Point, Excel, Internet, Ms.Office) ცოდნა
• მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა)
ძირითადი მოვალეობები :
• სერვისში შემომავალი ზარების პასუხი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
• მომხმარებლების მომსახურეობასთან დაკავშირებული ქვითრებისპროგრამაში გახსნა;
• გაუქმებული და სახელოსნოში მყოფი ქვითრების პერიოდული შემოწმება, რაოდენობრივი ანალიზი და უშუალო ხელმძრვანელის სისტემატიური ინფორმირება;
• ტექნიკური პერსონალისთვის მომსახურეობის ქვითრების გადაცემა დაშესაბამისი სათადარიგო ნაწილების პროგრამულად გაწერა ;
• სათადარიგო ნაწილების მომხმარებლებზე რეალიზაცია;
• სერვისის მენეჯერისთვის დეტალური რეპორტის მიწოდებამომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურეობების შესახებ წინასწარგანსაზღვრული დროის მონაკვეთში;
დამატებითი უნარები :
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას .
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე : HR@technoshop.ge .
გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV ), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge .
ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.