სერვისის ოპერატორი — Beko

samushao.ge
Beko — ლოგო
Beko პრემიუმი

სერვისის ოპერატორი

₾1800 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „ბეკო“  საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98-სავაჭრო წერტილს აერთიანებს .

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე,  

ინოვაციური ტექნიკა,  პროდუქციის ფართო ასორტიმენტი  და  სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!

 

კომპანია ,, ბეკო ,, აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე:  სერვისის ოპერატორი 

ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, ფარსადანის 5; 

სამუშაო საათები : ორშაბათი - აპრასკევი 10:00-18:00 სთ, შაბათი 10:00-15:30 სთ ;    

ანაზღაურება : 1800  ლარი ;  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :


  • უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით
  • მინიმუმ 2 წლიანი  სამუშაო გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის  სერვისცენტრში აღნიშნულ პოზიციაზე ;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, თურქული ენის ცოდნა B2 დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად; 
  • 1C ERP მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Power Point, Excel, Internet, Ms.Office) ცოდნა
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა) 

ძირითადი მოვალეობები :

 

  • სერვისში შემომავალი ზარების პასუხი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
  • მომხმარებლების მომსახურეობასთან დაკავშირებული  ქვითრების პროგრამაში გახსნა;
  • გაუქმებული და სახელოსნოში მყოფი ქვითრების პერიოდული შემოწმება, რაოდენობრივი ანალიზი და უშუალო ხელმძრვანელის სისტემატიური ინფორმირება;
  • ტექნიკური პერსონალისთვის მომსახურეობის ქვითრების გადაცემა და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების პროგრამულად გაწერა ;
  • სათადარიგო ნაწილების მომხმარებლებზე რეალიზაცია;
  • სერვისის მენეჯერისთვის დეტალური რეპორტის მიწოდება მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურეობების შესახებ წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;

 დამატებითი უნარები :

 

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 შერჩეული კანდიდატები გაივლიან  ინდივიდუალურ გასაუბრებას . 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე : HR@technoshop.ge .

გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV ), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი  ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. 

თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,  წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge .

ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე. 


მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →