სერვის ლიდერი
საიუველირო ბრენდი "ეშვი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ლიდერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ფილიალის საოპერაციო მართვა - ყოველდღიური პროცესების, მომსახურებისა და სავაჭრო საქმიანობის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- თანამშრომლების მართვა - სამუშაოს გადანაწილება, გრაფიკებისა და ცვლების დაგეგმვა, შესრულების კონტროლი, შერჩევა, ადაპტაცია და ტრენინგი;
- სალარო და გაყიდვები - სალარო ოპერაციების, გაყიდვებისა და შესაბამისი რეპორტინგის კონტროლი;
- მარაგები და მერჩენდაიზინგი - მარაგების, პროდუქციის მიღების, ინვენტარიზაციისა და პროდუქციის მერჩენდაიზინგის კონტროლი;
- მომხმარებელთა მომსახურება - მომსახურების სტანდარტების დაცვა, მომხმარებელთა კონსულტაცია და კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
- ფილიალის შიდა საკითხები - ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური და სხვა საოპერაციო საკითხების კონტროლი და დროული რეაგირება;
- მენეჯმენტთან თანამშრომლობა - მენეჯმენტის დავალებების დროული შესრულება, მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სავალდებულოა მსგავს სფეროსა და პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სავალდებულოა სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებული.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
- ფიქსირებული ანაზღაურება
- 40 საათიანი გრაფიკი, 5 დღე - I ცვლა - 10:00-16:00; II ცვლა - 16:00-22:00 დარჩენილი საათების საჭიროებისამებრ გადანაწილება
- დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიური გუნდი.