სერვის კოორდინატორი
კომპანია დევექსი არის SDLG-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ოპერირებს ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავტორიზებულ სერვისს.
შპს ''დევექსი" აცხადებს ვაკანსიას სერვის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა:
ტექნიკის სერვისთან და სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებული პროცესების მართვა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შესყიდვების კოორდინაცია, პროდუქციის კატალოგებისა და კოდების მართვა, მარაგების კონტროლი და მომხმარებელთა საჭიროებების დროული დაკმაყოფილება.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- მექანიკოსებისგან მიღებული ინფორმაციისა და ტექნიკური ნახაზების საფუძველზე საჭირო ნაწილების ზუსტი განსაზღვრა;
- მწარმოებლების ოფიციალური კატალოგების შესწავლა და პროდუქციის კოდების იდენტიფიცირება;
- სათადარიგო ნაწილების მოძიება, ნომრების, ხელმისაწვდომობისა და ღირებულების გადამოწმება FINA-სა და SDLG-ის პროგრამებში;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, ტექნიკური მახასიათებლების წარდგენა და ოპტიმალური გადაწყვეტილების შეთავაზება;
- კომპანიის პროდუქციის შესახებ კონსულტაციების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნების მიზნით;
- კომერციული შეთავაზებების, ტრანსპორტირებისა და ჩამოტანის ღირებულებების გამოთვლა;
- შესყიდვების კოორდინაცია და შეკვეთის ინფორმაციის გადაგზავნა პასუხისმგებელ პირთან;
- სერვისის (მათ შორის გეგმიური მომსახურების) ინვოისების შედგენა, გამოყენებული ნაწილებისა და ღირებულების ასახვა და კლიენტებისთვის გაგზავნა;
- სერვისის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის შედგენა და აღრიცხვა;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების პროცესის კოორდინაცია და კლიენტების ეფექტური მხარდაჭერა.
კომპეტენციები და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება(სასურველია ინჟინერია, ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით)
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება 2 წლამდე;
- მძიმე ტექნიკის ან სამშენებლო სექტორის სპეციფიკის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
- ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამებისა და ERP/სერვის პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
- მართვის მოწმობა B კატეგორია
ჩვენთან დაგხვდებათ:
- ფიქსირებული ანაზღაურება და გაყიდვებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა;
- წლიური ბონუსი მიღწეული შედეგებისა და KPI-ების შესაბამისად;
- სამსახურებრივი ავტომობილი კლიენტებთან შეხვედრებისა და სამუშაო ვიზიტების განსახორციელებლად;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ნომერი კორპორატიული პაკეტით
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ კომპანიაში.
ადგილმდებარეობა: მარტყოფი, თბილისის შემოვლითი გზის 37.5 კმ
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)