სერვის-კოორდინატორი — F1 - კომპიუტერული სერვისი

F1 - კომპიუტერული სერვისი — ლოგო
F1 - კომპიუტერული სერვისი

სერვის-კოორდინატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აიტი სერვისების კომპანია "F1 - კომპიუტერული სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სერვის-კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანია 2008 წლიდან სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების აიტი მხარდაჭერას.

ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებთან პირველად კონტაქტს, შემოსული მოთხოვნების მართვასა და საოპერაციო პროცესების ეფექტურ კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები

შემოსული ნაკადების მართვა და კომუნიკაცია:

  • შემოსულ სატელეფონო ზარებსა და ციფრულ საკომუნიკაციო არხებზე პირველადი, დროული და თავაზიანი რეაგირება;
  • მომხმარებლის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება, კონსულტაციის გაწევა და მათთვის ოპტიმალური სერვისული გადაწყვეტილების შეთავაზება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და კომპანიის მიმართ ლოიალობის ამაღლებაზე ზრუნვა.

დავალებების კოორდინაცია და მონიტორინგი:

  • შემოსული მოთხოვნების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და შესაბამის ტექნიკურ სპეციალისტებზე გადანაწილება;
  • მიმდინარე დავალებების სტატუსის მონიტორინგი და მომსახურების ვადების კონტროლი;
  • მომხმარებლისთვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება.

კმაყოფილების კონტროლი და რეპორტინგი:

  • მომხმარებლის უკუკავშირის მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოებისა და საოპერაციო მაჩვენებლების პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კლიენტებთან ურთიერთობის, ქოლ-ცენტრში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული და დამარწმუნებელი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სადარბელო ტექნოლოგიების/კომპიუტერული სფეროს ზოგადი, საბაზისო ცოდნა;
  • სხვადასხვა პროგრამულ/სამუშაო სისტემებთან ათვისებისა და მუშაობის უნარი.

პიროვნული და პროფესიული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი ორიენტაციისა და სტრესულ სიტუაციებში ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებლის დარწმუნებისა და პოზიტიური განწყობის შექმნის უნარი.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-16:00 (ორ კვირაში ერთხელ);
  • ანაზღაურება: კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო